2018 წლის მსოფლიო ბრენდების განახლებულ რეიტინგში Brand Finance Global 500 გერმანულმა ავტომწამროებელმა პირველად მოახერხა ბოლო წლების განმავლობაში ლიდერი პოზიციის დაკავება. მიუხედავად იმისა, რომ ის ბრენდების საერთო ჩამონათვალში მხოლოდ მე-15 ადგილზეა, ის პირველია საავტომობილო კომპანიებს შორის. Mercedes-Benz-ი ამ რეიტინგში შეფასებულია 43,930 მილიარდ დოლარად, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით არის გაზრდილი, ხოლო პოზიციურად აღზევებულია მე-20-დან მე-15 ადგილზე.
რაც შეეხება საავტომობილო ბრენდებს შორის მეორე ადგილის მფლობელს, ის წინა წლების ლიდერი იაპონური Toyota გახლავთ. საერთო რეიტინგში მე-16 ადგილზე 6%-ით შემცირებული ღირებულებით და წინა წლის რეიტინგთან შედარებით 4 პოზიციით დაქვეითებული. წელს ამ ბრენდის ღირებულება შეფასებულია 43,701 მილიარდ დოლარად.
საავტომობილო ბრენდების ათეულში მესამე პოზიციაზეა კიდევ ერთი გერმანული პრემიუმ ბრენდი BMW, რომლის ღირებულებაც გასულ წელთან შედარებით 6%-ით 41,790 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და მე-17 ადგილზე განთავსდა. ის წინა რეიტინგში მე-16 ადგილზე იყო და უსწრებდა წლევანდელ ლიდერ Mercedes-Benz-ს.
რაც შეეხება რეიტინგის სხვა საავტომობილო ბრენდებს, აქ მე-4 ადგილზეა გერმანული Volkswagen 33,670 მილაირდი დოლარით( +35%) და საერთო ჩამონათვალში 28-ე ადგილზე. მას მოჰყვება Honda 22,132 მილიარდით( +4%) და საერთო ჩამონათვალში 53-ე პოზიციით.
ათეულში მოხვდნენ - 68-ე ადგილზე Nissan 19,376 მილიარდით( -22%), 71-ე ადგილზე Porsche 19,055 მილიარდი( +54%), 79-ე ადგილზე Hyundai Group 17,754 მილიარდით (-24%), 83 -ე ადგილზეა Ford 17,294 მიალირდით ( -23%) და 97-ე ადგილზე Audi 14,951მილიარდით (+19%).
კოკა კვირკველია