ქუთაისში ტურისტული ლოგოები განათავსეს

ქუთაისის ქუჩებში ქალაქის ტურისტული ლოგოებიანი ბოძები დაამონაჟეს, რომელიც საღამოობით განათდება.ქუთაისის ტურისტული ლოგო „გაუღიმე ქუთაისს“ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გასულ წელს ჩატარებული კონკურსის საფუძველზე შეირჩა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით „ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა“ განახორციელა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ლილუაშვილმა განუცხადა, ტურისტული ლოგოები და მიმართულების ბოძები უცხოელ ტურისტებს „ტურიზმის საინფორმაციო ცენტრამდე“ მიიყვანს, სადაც მათ ადგილობრივი თანამშრომლები უმასპინძლებენ.

ტურისტული ლოგოები ქალაქის ცენტრალურ უბნებში რამდენიმე ადგილზე განთავსდა.