ფრანგული მოდის სახლის, Balenciaga-ს კრეატიული ხელმძღვანელისა და ურბანული ბრენდის, Vetements-ის დამფუძნებლის, ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ გამოშვებული „კროქსები“ 850 დოლარი ღირს.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე უშნო ფეხსაცმლად მიჩნეული "კროქსები", რომლის პლატფორმის სიმაღლე 10 სანტიმეტრია, ბაზარზე გამოსვლამდე სრულად გაიყიდა.
კერძოდ, როგორც harpersbazaar-ი წერს, Balenciaga-ს ფეხსაცმლის წინასწარი შეკვეთები 2018 წლის 1 თებერვალს დაიწყო, თუმცა, ფეხსაცმელი რამდენიმე საათში უკვე სრულად გაიყიდა.
ქართველმა დიზაინერმა „კროქსები“ პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა და მაშინ ამ ფეხსაცმელმა კრიტიკა დაიმსახურა. კერძოდ, როგორც ბრიტანული გამოცემა "მეტრო" წერდა, პარიზის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციით "მოდა მოკვდა". შედარებისთვის - ჩვეულებრივი "კროქსი" დაახლოებით 30 დოლარი ღირს.