ევროზონის რეფორმირება 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება

ევროზონის რეფორმირებაზე შეთანხმება მიმდინარე წლის მეორე ნახევრამდე უნდა მოესწროს. ამის შესახებ განცხადება ევროკომისარმა ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებში პიერ მოსკოვისიმ განაცხადა. მისი თქმით, რეფორმირება უნდა მოესწროს მანამ, სანამ ევროზონა გადავა წინაასარჩევნო ციკლში, რა დროსაც შესაძლოა, სხვადასხვა სახის ფინანსურმა კრიზისმა იჩინოს თავი.

ჯერ კიდევ დეკემბერში საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი და ბერლინი აპირებდნენ ევროზონის საგზაო რუკის შეთანხმებას მარტისთვის, ხოლო ივნისის ბოლოსთვის წარმოადგენენ დოკუმენტის საბოლოო ფორმულირებას.

რადიო RadioJ-ის ეთერში მოსკოვისიმ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები აუცილებელია, რათა მზად იყვნენ ახალი კრიზისული რისკფატქორების წინაშე, რომელმაც შესაძლოა, იჩინოს თავი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. „ამ დროისთვის მე არ მაქვს ზუსტი პროგნოზი, მაგრამ მან შესაძლოა, თავი იჩინოს 2020 წლის შემდეგ“, - განაცხადა ევროკომისარმა და ხაზი გაუსვა, რომ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ზოგადად დადებით დინამიკას ელოდებიან. მანვე ხაზი გაუსვა, რომ „სახურავის შეკეთება კარგ ამინდში უნდა მოხდეს“, ვინაიდან რაიმე სახის ნეგატიური ტენდენციების შემთხვევაში, ევროზონამ თავიდან აიცილოს გრძელვადიანი ვარდნის ციკლი, როგორც ეს მოხდა მაგალითად, საბერძნეთის ფინანსური კრიზისის დროს.

კოკა კვირკველია