თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობას გეგმავს.
ამ მიზნით ტენდერი თითოეულ სანაპიროზე უკვე გამოცხადდა. წინადადებების მიღება 17 თებერვალს დაიწყება და 22 თებერვალს დასრულდება.
ჯამში, ორივე სანაპიროს გამწვანებული ტერიტორიების აღდგენითი სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 500 ათასი ლარია.
სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოების შესრულების საგარანტიო ვადა - დასრულებიდან 2 წელია.