2017 წელს ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

2017 წელს საქართველოში დაფიქსირებული ხანძრების შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა, რაც 61,2%-ით მეტია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს ხარძრების შედეგად გარდაიცვალა 49 ადამიანი. ხანძრის შედეგად ტრავმა 2016 წელს მიიღო 249 ადამიანმა, 2017 წელს კი 244-მა.   

2017 წელს ქვეყანაში სულ 15 222 ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წელს საქართველოში დაფიქსირდა ხანძრის 10 951 შემთხვევა.

ამასთან, 16%-ით გაიზარდა ხანძრების შედეგად განადგურებული შენობა-ნაგებობების რაოდენობა. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა 543 შენობა, 2016 წელს კი - 468.