მოსალოდნელი თოვლის გამო, პარიზში ეიფელის კოშკი ტურისტებისთვის დროებით დახურეს, - ამის შესახებ ეიფელის კოშკის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, ეიფელის კოშკი სტუმრებისთვის დახურულია. სტუმრობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც რესტორნებში მაგიდები აქვთ დაჯავშნილი“, - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის Meteo-France-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, საფრანგეთის 14 პროვინციაში მოსალოდნელი თოვლისა და ყინვების გამო მეტეოგანგაშის ნარინჯისფერი (ბოლოსწინა) დონეა გამოცხადებული. პარიზში დღეს თოვლია მოსალოდნელი.