საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა და 16 475 შეადგინა.
უწყების ინფორმაციით, ვიზიტორთა შორის 54% ქართველია, ხოლო 46% უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა - 94%-ით.
სტატისტიკის მიხედვით, იანვრის თვის ყველაზე მონახულებადი პარკებია: თბილისის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, პრომეთეს მღვიმე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და სათაფლია.