სამართალდამცველებმა 2017 წელს და მიმდინარე წლის იანვარში 8023 ერთეული ყალბი ფულის სხვადასხვა კუპიურა ამოიღეს

სამართალდამცველებმა 2017 წელს და მიმდინარე წლის იანვარში ჯამში 8023 ერთეული ყალბი ფულის სხვადასხვა კუპიურა ამოიღეს.

„ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2017 წლის განმავლობაში და მიმდინარე წლის იანვარში ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღების (სსკ 212-ე მუხლი) 65 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში ბრალდებული 24 პირი.

კერძოდ, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია 5407 ერთეული 1- ლარიანი, 6 ერთეული - 20 ლარიანი, 8 ერთეული - 50 ლარიანი, 58 ერთეული - 100 ლარიანი, 11 ერთეული - 200 ლარიანი, 2110 ერთეული - 100 დოლარიანი, 10 ერთეული -200 ევროიანი, 13 ერთეული - 500 ევროიანი და 400 ერთეული - 100-იანი თურქული ლირის კუპიურები.

რაც შეეხება მხოლოდ მიმდინარე წელს, 2018 წლის 1-დან 30 იანვრამდე სამართალდამცველებმა ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღების 10 ფაქტზე დაიწყეს გამოძიება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 1 ერთეული - 100 ლარიანი და 5 ერთეული 100 დოლარიანი ყალბი კუპიურები.