ოქროსა და ნახშირის ყველი - მსოფლიოს ერთ-ერთი უცნაური და იშვიათი ნიმუშები

მსოფლიოში ყველის სხვადასხვა და იშვიათ ნიმუშებს შეხვდებით, მათ შორის, არის ოქროსა და ნახშირის ყველიც.

„ბიზნესპრესნიუსი“ ამჯერად სწორედ ყველის ამ ორი სახეობის შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას.

„სტილტონი“ - ოქროს ყველი Clawson Stilton Gold 100 გრ 100 დოლარი ღირს. საჭმელი ოქროთი გაჯერებულ ყველს ძირითადად, შეიხები და მსოფლიო დონის ვარსკვლავები ყიდულობენ წვეულებებისათვის. ცნობისთვის, ეს ყველი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ყველი იყო მანამ, სანამ ინგლისის საგრაფოში (სომერსეტი), ყველის ფესტივალზე ახალი მსოფლიო რეკორდი სერბულმა ყველმა „პულემ“ არ დაამყარა. ეს ყველი ვირის რძისგან მზადდება და მისი 1 კილო რეკორდულ ფასად — 1 275 დოლარად გაიყიდა.

კიდევ ერთი უცნაური - ნახშირის ყველი ინგლისში იწარმოება. კერძოდ, ნახშირიანი ყველი ორიოდე წლის წინ, იორკშირის საგრაფოში ინგლისელი მაღაროელების გაფიცვის წლისთავის აღსანიშნავად გამოუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ 1985 წელს, პროფკავშირებმა მარგარეტ ტეტჩერის მთავრობასთან ბრძოლა წააგეს, მაშინდელი დღეების უკვდავსაყოფად, ადგილობრივმა მეყველეებმა «მაღაროული» შავი ყველი გამოიგონეს. ყველის საფუძვლად ჩედერია აღებული, რომელსაც სტერილურ აქტივირებულ ნახშირს უმატებენ. დღეისათვის იორკშირში უკვე ოთხი სახის მსგავსი ყველი იწარმოება: Char Coal TM Cheese, Smokey Char Coal и Flaming Char Coal და მეოთხე, თხის ყველი ნახშირის წერტილებით — Kidderton-ი.

bpn