უკრაინა ყირიმში „დარჩენილი“ ქონების გაყიდვას გეგმავს

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება აპირებს ყირიმში არსებული და რუსეთის მიერ ნაციონალიზირებული საბურღი მოწყობილობების გაყიდვას, რომელიც ყირიმის აკვატორიაში მდებაროებს.

„რა თქმა უნდა, ისინი ამჟამად დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეა განთავსებული. მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს გავყიდოთ ისინი იურიდიულად, ნებისმიერ მსურველზე,“ - განაცხადა ლუცენკომ.

მან ხაზი გასუვა იმას, რომ ახალ მფლობელს შეუძლია სასამართლო დავის წარმოება რუსეთთან კოშკების დასაბრუნებლად ან მოითხოვოს რუსეთისგან კომპენსაცია „საკუთრების არაკანონიერი ნაციონალიზაციისთვის“. მისი განცხადებით, მსგავსი პრეცედენტები მსოფლიო სასამართლო პრაქტიკაში არსებობს და უკრაინა აპირებს ამ მეთოდის გამოყენებას.

როგორც ცნობილი ხდება, უკრაინის მხარე რუსეთის მხრიდან ყირიმის შეერთების შემდეგ კომპანია «Черноморнефтегаз»-ის მფლობელობაში აღმოჩენილ ქონებაზე მიუთითებს. საუბარია სინგაპურული წარმოების ორ საბურღ მოწყობილობაზე «Независимость»-ზე და «Петр Годованец»-ზე, რომელიც უკრაინამ 2011-2012 წლებში 800 მილიონ დოლარად შეიძინა.

კოკა კვირკველია