„ეკონომიკის მიმართულებით თეთრ სახლს სანერვიულო არაფერი აქვს“

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულიად არ ღელავს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე, ბაზარზე ზედმეტად სწრაფი ზრდა შეიჩნევა და ამერიკის ადმინისტრაცია თავს კომფორტულად გრძნობს

- განაცხადა ჟურნალისტებისთვის გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე თეთრი სახლის წარმომადგენელმა სარა სანდერსმა.

„შეხედეთ, ეკონომიკა ამ მომენტისთვის წარმოუდგენლად ძლიერია. პრეზიდენტი ამჯერად კონცენტრირებულია იმაზე, რომ შეინარჩუნოს ის გრძელვადიან პერსპექტივაში. ეკონომიკა მის ფუნდამენტიდანვე ძალიან ძლიერია. ჩვენ ახლა ვიმყოფებით საუკეთესო ადგილზე, ვიდრე ოდესმე სხვა ადმინისტრაციების დროს. ამჯერად უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა. მიმდინარეობს ხელფასების მატება ამერიკელი დასაქმებულებისთვის. ამერიკის ეკონომიკაში არაფერი ფუნდამენტური ცვლილება არ მომხდარა ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ამჟამად თავს კომფორტულად ვგრძნობთ“, - განაცხადა სანდერსმა და დასძინა, რომ ახლა მიმდინარეობს ბაზრის კორექცია და ეკონომიკის მიმართულებით თეთრ სახლს სანერვიულო არაფერი აქვს.

შეგახსენებთ, ამერიკის სავაჭრო ინდექსებმა გუშინ კვლავ აღმასვლა დაწყეს, მას შემდეგ, რაც ორშაბათს მისი ვარდნა პროცენტულად ყველაზე მაღალი იყო ბოლო 6 წლის განმავლობაში.

კოკა კვირკველია