მეტროს და ავტობუსების გარდა თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საბაგირო გზაც შედის.
ერთ-ერთია საბაგირო, რომელიც რიყის პარკსა და ნარიყალას ერთმანეთთან აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ გადაადგილების ეს საშუალება განსაკუთრებით პოპულარული ტურისტებშია.
„ბიზნესპრესნიუსი“ რიყე-ნარიყალას საბაგიროზე საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ:
რიყე-ნაყილას საბაგირო გზის მთლიანი სიგრძე 508 მეტრს შეადგენს.
საბაგირო გზაზე სულ 7 გონდოლა მოძრაობს, რომელთაგანაც 6 რვაადგილიანია და ერთი კი ხუთადგილიანი.
გონდოლის მოძრაობის სიჩქარე 3.5-5 მ/წმ-ია.
რიყედან ნარიყალამდე საბაგირო გზით მგზავრობა საშუალოდ 2.5 წუთი გრძელდება.
დონეებს შორის სხვაობა საბაგირო გზის ქვედა (რიყე) და ზედა (ნარიყალა) სადგურებს შორის 93 მეტრია.