იყიდება აუქციონზე თბილისში, ორხევის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონება

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ თბილისში, ორხევის დასახლებაში, ავტოვაზის უკან მდებარე 7 726 კვ.მ.  (საკადასტრო კოდი N01.19.18.004.036) და  8 834 კვ.მ. (N01.19.18.004.037) უძრავი ქონება. უძრავი ქონების საწყისი ფასი  1 153 000 ლარს შეადგენს.

აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.eauction.ge/Home/EntityView/495724

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა საპრივატიზებო ობიექტების სანახავად ეწვიეთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდს http://nasp.gov.ge/ ან დარეკეთ  სააგენტოს ცხელ ხაზზე:  (+995) 32 298 11 11.