Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, რუსეთის უმდიდრესმა ადამიანებმა 5 თებერვალს დაფიქსირებული ამერიკის სავაჭრო ინდექსის კრახის გამო 2,1 მილიარდი დოლარით იზარალეს.
ამ დროისთვის ამ ჩამონათვალში 27 რუსი ოლიგარქია, აქედან 25-ის ქონება შემცირდა და მხოლოდ ორის გაიზარდა. ამ ორს შორის არის სამთომეტალურგიული ჯგუფის Evraz-ისა და „ნორნიკელის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი, რომელიც 68,9 მილიონი დოლარით გამდიდრდა, და LetterOne-ისა და „ალფა-ბანკის“ თანამფლობელი პეტრ ავენი, რომლის ქონებაც 29,1 მილიონით გაიზარდა.
რაც შეეხებათ დაზარალებულებს, ყველაზე მეტად კომპანია „სევერსტალის“ მფლობელის ალექსეი მორდაშოვის ქონება შემცირდა - მან 203,3 მილიონი დაკარგა. „ლუკოილის“ მფლობელმა ვაგით ალეკპეროვმა - 176 მილიონი, „ტრანსმაშჰოლდინგის“ თანამფლობელმა ისკანდერ მაჰმუდოვმა კი 174 მილიონი. 170 მილიონით იზარალა ასევე კომპანია „რენოვას“ ხელმძღვანელმა ვიქტორ ვექსლებერგმა.
აღსანიშნავია, რომ რუსი ოლიგარქების გარდა, ამერიკული სავაჭრო ინდექსის ვარდნამ მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანიც აზარალა და საერთო ჯამში, მათ 114 მილიარდი დოლარი დაკარგეს.
კოკა კვირკველია