„ბადაგონში“ საგამოძიებო სამსახური შევიდა

კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები კომპანიაში, დაახლოებით, 2 საათის წინ მივიდნენ და გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 14:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია და კომპანიის ადვოკატი საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.