დედაქალაქში არსებულ თამბაქოს ჯიხურებთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, თუ კონკრეტული ჯიხური არასწორადაა განთავსებული, მისი მოწესრიგება კანონმდებლობის ფარგლებში მოხდება.
"მოკვლევა დაწყებულია. თუ კონკრეტული ჯიხური უშლის ხელს საგზაო მოძრაობას, თუ კონკრეტული ჯიხური არასწორადაა განთავსებული სასწავლო დაწესებულებებთან, საკითხი გადაიხედება და მოწესრიგდება კანონმდებლობის ფარგლებში," - განაცხადა კალაძემ.