2018 წლის 7 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ამის შესახებ ეროვნული ბანკიდან აცხადებს.
მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა რვა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 117 350 000 ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.390 პროცენტით, მაქსიმალური 7.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.429 პროცენტით განისაზღვრა.