კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის შემდეგ, ზემო ხოდაშენსა და მანავში მდებარე ქარხნებმა მუშაობა შეაჩერეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარმა მეღვინემ განუცხადა.
"რაც თბილისში ჩვენი საწარმოს სათავო ოფისში ფინანსური სამსახური შევიდა, მას შემდეგ მუშაობა შევაჩერეთ. კომპანია დილიდან პარალიზებულია. ჯერ არ ვიცით, როდის გავაგრძელებთ სამუშაო პროცესს.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შემოსვლას ჩვენს კომპანიაში, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. იმედია, ყველაფერი დროულად გაირკვევა, რადგან დიდი ხნით გაჩერების შემთხვევაში, საწარმო ზარალზე წავა," - აღნიშნა სანდრო ქუმსიშვილმა.