სამხრეთ კორეის პოლიციამ Samsung Electronics- ის თავმჯდომარეს, ლი გონ ჰის ბრალი წაუყენა.
გამოძიების ვერსიით, ის მართავდა სხვის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებს, რომლებზეც 368 მილიონი დოლარი ინახებოდა, ამის შესახებ სააგენტო Yonhap იუწყება.
ლი გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი.
Samsung-შიც და პოლიციაშიც ამ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებენ.