კრიპტოვალუტით ვაჭრობა მიმდინარე წელს შარშანდელზე უფრო აქტიურ ფორმას შეიძენს და მისმა საერთო კაპიტალიზაციამ შესაძლოა, ტრილიონ დოლარს მიაღწიოს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC საექსპერტო მოსაზრებას გვთავაზობს.
როგორც მასალაშია აღნიშნული, გასულ დღეებში ბიტკოინის ღირებულების 6000 დოლარამდე ვარდნის მიუხედავად, ბაზარი პანიკამ არ მოიცვა და ის მალევე დასტაბილურდა. ამ დროისთვის ბიტკოინისა და სხვა ციფრული ვალუტების ღირებულება საფონდო ბირჟებზე ზრდას განაგრძობს.
ფინანსისტ ტომას გლუკმანის განცხადებით, ციფრული ვალუტის ბაზრის რეგულატორების მიერ აღიარება, ამ ბაზარზე ინსტიტუციური კაპიტალი გამოჩენა და ტექნოლოგიური პროგრესი, საკუთარ წვლილს შეიტანენ ციფრული ვალუტის ბაზარზე და ის აუცილებლად მიაღწევს ახალ სიმაღლეებს. მისი აზრით, არ არის რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა ვიხილოთ უკვე დეკემბრისთვის ბიტკოინი 50-ათასიან ნიშნულზე, ხოლო კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციამ არ მიაღწიოს ტრილიონიან ნიშნულს.
ციფრული ვალუტის ღირებულების ზრდაზე საუბრობენ სხვა ექსპერტებიც, თუმცა ფინანსტიტების ურმავლესობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ციფრული ვალუტა საპნის ბუშტივით გასკდება და ცოტა ხანში მის მიმართ ინტერესი სრულიად გაქრება, ჯერ კიდევ მყარ პოზიციაზე არიან.
კოკა კვირკველია