ყოფილ ონკოცენტრს, ამჟამად უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს ინფრასტრუქტურულად მართლაც არასახარბიელო მდგომარეობა აქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ონკოლოგიურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რიგი მიმართულებებით მოხერხდა ამ ინფრასტრუქტურული პრობლემების გამოსწორება, თუმცა პრობლემა რჩება. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ჩვენ შეგვეძლება განახლებული ხედვა წარვუდგინოთ საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს, თუ როგორ ვგეგმავთ უკვე მიმდინარე წლის განმავლობაში ამ პროექტის გააქტიურებას“, - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ყოფილი ონკოცენტრის შემთხვევაში ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარე კოსმეტიკური რემონტი და გარკვეული აპარატურის განახლება მოხერხდა.