თბილისში ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმების შემთხვევები შემცირებულია.
როგორც Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2017 წელს ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის 242 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როცა 2016 წელს 1 794 მსგავსი სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის 4 შემთხვევა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, მგზავრების ტროლეიბუსით, ტრავმაით, ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით (მიკროატობუსით) უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა, 5 ლარით ჯარიმდება.
წყარო: ALLNEWS.GE