მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ ვესტიბიულში მოკლე ჩართვა მოხდა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ ფაქტს მოძრაობის შეფერხება არ გამოუწვევია და მეტროსადგური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურებას.
“გაცნობებთ, რომ დღეს, 12:32 საათზე მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ ქვედა ვესტიბიულში განთავსებულ სადგურის მაჩვენებელზე მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გამოიწვია მცირე კვამლი. შესაბამისი სამსახურის ოპერატიური ქმედების შედეგად ტაბლოს დროულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და ხარვეზი აღმოიფხვრა. აღნიშნულ ფაქტს არ გამოუწვევია მოძრაობის შეფერხება. მეტროსადგური „მარჯანიშვილი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურებას“, - აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია და მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისათვის ბოდიშს უხდის.