მშენებელთა პროფკავშირების თავმჯდომარე მარინა კურტანიძე ჟვანიას #10-ში მუშის დაღუპვას შრომის უსაფრთხოების ნორმების სავარაუდო დარღვევას უკავშირებს.
„ჩვენ აქ ახლა მოვედით და ზუსტად არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ სავარაუდოდ, ისევ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა იქნებოდა. კანონის მოსმენა აგერ უკვე მეორედ გადაიდო, ამასობაში კი მესამე მუშა გარდაიცვალა“, - განაცხადა მარინა კურტანიძემ.
თბილისში, ნინო ჟვანიას №10-ში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.