"თუ თბილისის გენერალური გეგმა არ იქნება სრულყოფილი, მას არ მივიღებთ"

"თუ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ იქნება სრულყოფილი, მას არ მივიღებთ",- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რას გააკეთებს მერია იმ შემთხვევაში, თუ გენერალური გეგმა სრულყოფილი არ იქნება.

"დაველოდოთ, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ნაადრევია ამაზე საუბარი. 24 დღე დარჩათ ზუსტად. თუ გენგეგმა არ იქნება სრულყოფილი, არ მივიღებთ", - განაცხადა ელოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს შენიშვნების გამოსასწორებლად 45 დღე აქვს მიცემული. "სითი ინსტიტუტის" გენერალური დირექტორის განცხადებით, კი გენგეგმაში რადიკალური ცვლილებები არ იქნება.