2018 წლის 26 მარტიდან ჩინეთი პირველად დაიწყებს ვაჭრობას სანავთობო ფიუჩერსებზე ეროვნულ ვალუტა - იუანში.
როგორც ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, უცხოელ ინვესტორებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა ჩინეთის ბუნებრივი რესურსების ბაზარზე ვაჭრობა განახორციელონ.
როგორც Bloomberg-ი წერს, თუ ისინი ბაზრის საორიენტაციოდ მიიღებენ ფიუჩერსებს იუანებში, ეს დოლარის პოზიციებს შეარყევს, როგორც აქამდე არსებული ერთადერთი ვალუტის სანავთობო ბირჟებზე. ამასთან, გამოცემამ გამოკითხა ექსპერტები, თუმცა მათი აზრით ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება. მიუხედავად იმისა, თუ ინვესტორები დათანხმდებიან ვაჭრობას იუანებში, ნავთობზე მოფლიო ფასების განსაზღვრა მაინც დოლარში მოხდება. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრეიდერები შეეჯახებიან ჩინეთის მკაცრ კონტროლს მათ ქვეყანაში კაპიტალის მოძრაობაზე.
როგორც Bloomberg-ი წერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინეთმა სანავთობო ვაჭრობა იუანებში გადაწყვიტა, ეს მოხდა 1993 წელს, მაგრამ მისი დახურვა ერთ წელიწადში მოუწია, ბაზრის მაღალი არასტაბილურობის გამო.
როგორც ცნობილია, 2017 წელს ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა გახდა. ის დღეღამეში 8,4 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდულობდა და ამ ნიშნით გაასწრო კიდეც აქამდე ლიდერ აშშ-ს.
კოკა კვირკველია