უკრაინის მოქალაქეები პოლონეთის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა, - ამის შესახებ პოლონური გამოცემა Gazeta Prawna წერს. გაზეთის რეიტინგის „50 ყველაზე გავლენიანი ადამიანი პოლონეთის ეკონომიკაში“ უკრაინელებმა მეორე ადგილი დაიკავეს, მათ მხოლოდ პოლონეთის პრემეირ მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ გაასწრო.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინიდან მუშა ხელის მიგრაცია ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 2014 წლიდან საიმიგრაციო ტალღა გაზრდილია 350%-ით. ამ რაოდენობის მიგრანტები კი დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალური დაზღვევის სისტემაზე, მათ მიერ განხორციელებული შენატანების გამო.
გარდა ამისა, უკრაინელი მიგრანტები ხელს უწყობენ შეამსუბუქონ ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემები, კონკრეტულად კი ერის დაბერების პრობლემა დაბალი შობადობის ფონზე. თუმცა გამოცემა აქვე შიშობს, რომ უფრო მდიდარ ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ მეტად მიიზიდონ უკრაინელები, ვიდრე პოლონეთს. ამას ხელს უწყობს პოლონეთის ჩამოუყალიბებელი საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობდა უკრაინელების „ფესვის გადგმას“ პოლონეთში.
კოკა კვირკველია