Apple-ი, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საათების მწარმოებელი კომპანია გახდა. რამდენად დიდი?
დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ ბოლო სამი თვის განმავლობაში იმაზე მეტი საათი გაყიდა, ვიდრე შვეიცარიის საათების ინდუსტრიაში მომუშავე ყველა კომპანიამ ერთადაღებული. დიახ, კომპანიამ რომელიც ცნობილია iPhone-ების წარმოებით, საათების გაყიდვებში უკან ჩამოიტოვა Rolex, Omega და Swatch-იც კი. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდული საათების ზუსტი ციფრი უცნობია, ის სავრაუდოდ, 8 მილიონზე მეტია.
Apple-ი საათებს ბოლო ოთხი წელია აწარმოებს, ხოლო შვეიცარია საუკუნეებია.
რა თქმა უნდა, რაოდენობაში უნდა გავითვალსიწინოთ ის ფაქტიც რომ, Rolex-ის საათები რამდენიმე ათასი დოლარი ღირს, მაშინ როცა ყველაზე ძვირიანი Apple Watch-ის ფასი 180 დოლარია და შესაბისად, შვეიცარელები ვერ გაყიდიან მილიონობით საათს. თუმცა მხოლოდ სმარტ-საათების ბაზარიც რომ ავიღოთ, „ეფლის“ კონკურენტი კომპანიების Samsung-ისა და Google-ის სმარტ-საათები არ არიან ისეთივე პოპულარულები როგორიც Apple-ის საათებია და მას გაყიდვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.
კოკა კვირკველია