„სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან„ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენიდან ორი წუთის შემდეგ ჩამოვარდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
შემთხვევის ადგილზე მაშველები გაემართნენ. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 71 ადამიანი - 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის ერთი ბავშვი იმყოფებოდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი 7 წლის იყო.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრთა ახლობლებს უკვე მიუსამძიმრა. რუსული მედიის ინფორმაციითვე, თვითმფრინავის ნარჩენები აღმოჩენილია.
თვითმფრინავის ვარდნის ადგილზე კატასტროფის მედიცინის შვიდი ბრიგადა იმყოფება. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში თვითმფრინავის მგზავრთა ახლობლებისთის საგანგებო ცხელი ხაზი ამუშავდა.