დიმიტრი ქუმსიშვილი „ლიდერფუდის“  ხორცპროდუქტების ყველაზე დიდ საწარმოს გახსნის

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს, მცხეთაში „ლიდერფუდის“ ყველაზე დიდ ხორცპროდუქტების საწარმოს გახსნის, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შეიქმნა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, კომპანია „ლიდერფუდმა“ პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხით, რომლის პროცენტის თანადაფინანსება სახელმწიფომ უზრუნველყო, წარმოების გაფართოება შეძლო, სადაც 550-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. საწარმო მცხეთაში მდებარეობს და მისი სრული ფართი 1 ჰექტარს შეადგენს. ობიექტი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური საწარმოო დანადგარებით, რომლის საშუალებით, კომპანია ევროპული სტანდარტების სრული დაცვით აწარმოებს პროდუქციას.

ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 მილიონ ლარს შეადგენს.