როგორ გამოიყურება დავიდ როკფელერის საზაფხულო რეზიდენცია, რომელიც 19 მილიონად გაიყიდა

მილიარდერისა და ფილანტროპის დავიდ როკფელერის Mount Desert Island-ში მდებარე საზაფხულო რეზიდენცია 19 მილიონ დოლარად გაიყიდა. თანხა სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას.

უძრავი ქონების კომპანია The Knowles Co-მ, რომელმაც სახლი გაყიდა, მყიდველის ვინაობა არ გაასაჯაროვა.

გაყიდული თანხა გარდაცვლილი მილიარდერის ანდერძის სისრულეში მოყვანას მოხმარდება.

რიკფელერის საზაფხულო რეზიდენცია განთავსებულია 5,9 ჰექტარ მიწაზე Acadia National Park-ის სიახლოვეს და მოიცავს ციხესიმაგრის კოშკებს, გრანიტით მოპირკეთებულ აუზს და თითქმის კილომეტრი სიგრძის კლდოვან სანაპიროს. თავად 7-საძინებლიანი სახლის დიზაინი 1972 წელს შექმნილია დავიდ როკფელერის მეუღლის პეგი როკფელერის მიერ. ყველა ოთახიდან იშლება შესანიშნავი ხედები. პეგი როკფელერი 1988 წელს გარდაიცვალა. სწორედ ამ სახლში დაასრულა დავიდ როკფელერმა მის მემუარებზე მუშაობა. აღნიშნული სახლით როკფელერების ოჯახი საზაფხულო არდადეგებზე სარგებლობდა.

დავიდ როკფელერი, რომელიც გახლავთ ფილანტროპისტ ჯონ როკფელერის ვაჟი, გასული წლის 20 მარტს 101 წლის ასაკში ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

იხილეთ ფოტოგალერეა

კოკა კვირკველია