კახა კალაძე მეტრო „ვარკეთილის“ შემთხვევაზე - ველოდებით გამოძიების პასუხს, ვინ იქნებიან ის ადამიანები, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება მეტრო “ვარკეთილში” მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის გამოძიების პასუხებს ელოდება.
“გამოძიების პასუხებს მეც ველოდები. გამოძიება მიმდინარეობს და ველოდებით, თუ რა შედეგს მივიღებთ, ვინ იქნებიან ის ადამიანები, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება - ადამიანები თუ კომპანია ამას გამოძიება დაადგენს.
ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, ჯერჯერობით არავინ ჩამაბარებს. როგორც კი დასრულდება გამოძიება, შედეგები ცნობილი იქნება ყველასთვის”, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაზიანდა.