თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება.
„ბიზნესპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ზოგადად ტაქსების რეგისტრაცია აუცილებელია და არამარტო რეგისტრაცია, არ შეიძლება ტაქსები იყოს ასეთი ქაოტური. მაგრამ ყველაფერს აქვს თანამიმდევრობა. ტაქსებით დაწყება იგივეა რაც სახლის შენება სახურავიდან. ჯერ სატრანსპორტო ფუნდამენტია მოსაწესრიგებელი - ჯერ მთლიანი სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაცია უნდა ამოხდეს, ახლებურად დაიგეგმოს სატრანსპორტო ქსელი, დაემატოს ეკოლოგიურად სუფთა, ტევადი ტრანსპორტი, მოხდეს მარშუტკების პერიოფერიულ მიმართულებებზე გადაყვანა და ბოლოს, სულ ბოლოს უნდა მიხედო ტაქსებს. სხვა შემთხვევაში ხელისუფლება დანაყავს წყალს და მიიღებს ათი ათასობით ტაქსის მძღოლის უკმაყოფილებას. ენერგეტიკის სამინისტროდან რომ გადასკუპდა მთლიანი შემადგენლობა მერიაში და უცბათ ურბანული დარგების მცოდნეებად რომ წარმოიდგინეს თავები იმიტომაც შეეჯახებიან კედელს. არც იციან, არც სხვას უსმენენ. ქალაქი და ხალხია ცოდო ამ ფუჭი ექსპერიმენტების გამო თორე მე განა რამე,“ - წერს ელისაშვილი.