ციფრული ვალუტები რეაბილიტაციას განაგრძობენ

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტა ბიტკოინი გასულ კვირას 6 ათას დოლარამდე ვარდნის შემდეგ პოზიციებს იმყარებს და ამჯერად მისი ფასი თითქმის 9 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

პორტალ CoinMarketCap-ის მონაცემებით, გუშინ საღამოსთვის კრიტპოვალუტის ფასი 5,25%-ით გაიზარდა და 8,775 დოლარი შეადგინა. Bitfinex-ის ბირჟაზე ზრდამ 4,65% შეადგინა, ხოლო ღირებულებამ 8,764 დოლარი. OKEx -ზე ის 4,99%-ით 8,747 დოლარამდე გაიზარდა. ხოლო Coindesk-ის მიხედვით, ბიტკოინი 8,44%-ით გაიზარდა და 8,752 დოლარი შეადგინა.

ასევე ზრდას განაგრძობენ სხვა კრიპტოვალუტებიც, მათ შორის 3,47%-თ გაიზარდა Ethereum -ის ფასი 865,17დოლარამდე Ripple 3,93%-ით 1,06 დოლარამდე, Bitcoin Cash 1,2%-ით 1272,42 დოლარამდე. კრიპტოვალუტების საერთო კაპიტალიზაცია ამ მომენტისთვის შეადგენს 426,835 მილიარდ დოლარს და აქედან 35% ბიტკოინზე მოდის.

შეგახსნებთ, გასულ კვირას ბიტკოინის ფასი მთელი 2 ათასით მას შემდეგ დაეცა, რაც ცნობილი გახდა ცალკეული ქვეყნების საბანკო ჯგუფების მხრიდან ციფრული ვალუტებით ვაჭრობის შეზღუდვის შესახებ.

კოკა კვირკველია