გასულ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.1%-ით მეტი იყო.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარში (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 815.8 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
აქედან, ექსპორტი 222.2 მლნ აშშ დოლარი (25.7%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 593.6 მლნ აშშ დოლარი (18.1%-ით მეტი) იყო.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარში 371.3 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.5 პროცენტი შეადგინა.