რუსთავში სოციალური საცხოვრებელი მოეწყობა - რა კრიტერიუმებით შეირჩევიან საცხოვრებლის მომავალი ბინადრები

რუსთავში სოციალური საცხოვრებელი მოეწყობა. რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელი, რომლის რეაბილიტაციაც 2018 წლის ბოლომდე იგეგმება , 55 ოჯახზე იქნება გათვლილი. სოციალური საცხოვრებელი რუსთავში, მეთერთმეტე მიკრორაიონში მოეწყობა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებლის პროექტი უკვე არსებობს, ტენდერი კი თებერვლის ბოლომდე გამოცხადდება.

"2018 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ზის და წელს მოხდება მეთერთმეტე მიკრორაიონში არსებული შენობის რეაბილიტაცია. ძველი შენობაა, ფაქტობრივად, თავიდან არის ასაშენებელი. მისი რეაბილიტაცია მოხდება წლის ბოლომდე"- განმარტეს რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

როგორც რუსთავის მერიაში განაცხადეს, საკითხზე, თუ რომელ ოჯახებს მიენიჭება პრიორიტეტი და ვინ იცოხვრებს სოციალურ საცხოვრებელში, სპეციალურად შექმნილი კომისია იმუშავებს. კომისიის

შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც იქნებიან, შერჩევის პროცესში ჟურნალისტები და მოსახლეობაც ჩაერთვება. იხილეთ გაგრძელება