უკრაინამ კანადაში ფუტკრის ექსპორტი დაიწყო. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, კანადაში უკვე გაიგზავნა „კარპატული ფუტკრის“ პირველი პარტია.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინელი მეფუტკრეებისა და თავად უკრაინული ფუტკრები დაეხმარებიან კანადელ მეფუტკრეებს უპასუხონ გამოწვევებს, რომელიც სასარგებლო მწერების პოპულაციის კუთხით აქვთ.
უკრაინული მხარის პარტნიორი კანადის მხრიდან იქნება კომპანია Niagara Beeway. როგორც კანადის ელჩმა უკრაინაში რომან ვაშუკმა „ტვიტერში“ დაწერა, აღტაცებისგან სიხარულს ვერ მალავს, ვინაიდან Niagara Beeway-ს წარმომადგენელმა ჯორჯ სკოტმა და უკრაინელმა ტატიანა ვასილკოვსკაიამ გამოაცხადეს, რომ აპირებენ ძალისხმევის მიმართვას კანადაში ფუტკრების პოპულაციის დასახმარებლად. ჯორჯ სკოტის განცხადებით, ის ადგილზე გაეცნო ქვეყნის ეპიზოოტიკურ ვითარებას, შეისწავლა „კარპატული ფუტკრების“ გამრავლებისა და გავრცელების მეთოდები და ახლა აპირებს მისი ცოდნის დანერგვას კანადაში.
Niagara Beeway-ს ინფორმაციით, გასულ წელს კანადაში ფუტკრების პოპულაციის 70% განადგურდა. უკრაინაში კი ამ დროისთვის 400 ათასამდე მეფუტკრეა აღრიცხული, რომელიც ჯამში 70 ათას ტონა თაფლს აწარმოებს წლიურად, რაც ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ უკრაინული თაფლის 80%-ის ექსპორტი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში ხდება.
კოკა კვირკველია