LoopX - ასე ქვია ციფრულ ვალუტას, რომლის შემქმნელებმაც ინვესტორებისგან 4,5 მილიონი დოლარი მოაგროვეს ICO -დან, ხოლო შემდეგ გაუჩინარდნენ, მათ შორის გააუქმეს საკუთარი ვებგვერდი, გვერდი FaceBook-ზე, Twiiter-ზე, YouTube-ზე და Telegram-ზე.
LoopX-ის ინვესტორებმა სცადეს მათთან კონტაქტის დამყარება, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან ამ ციფრულ ვალუტასთან დამაკავშირებელი ყველა საკონტაქტო წყარო გაუქმებულია. შესაბამისად, მათ დაასკვნეს, რომ LoopX-ი იყო მორიგი თაღლითური სქემა ICO ბაზარზე.
LoopX - ეს იყო ბლოკჩეინ პროექტი, რომლის დამფუძნებლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათმა გუნდმა შეიმუშავა საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც ვაჭრობისას საკუთარ ალგორითმს გამოიყენებდა. ისინი უმტკიცებდნენ საკუთარ ინვესტორებს, რომ ძალიან მალე მოახდენდნენ საკუთარი ინვესტორების ჩართვას ამ ალგო-ვაჭრობის მექანიზმში, რის შემდეგაც ისინი ყოველთვიურად მიიღებდნენ 10%-იან მოგებას.
მსგავსი თაღლითური სქემებიდან თავის არიდების მიზნით სპეციალისტები ურჩევენ დამწყებებს, ინვესტირება მოახდინონ ტოპ-ოცეულში მყოფ კრიპტოვალუტებში.
კოკა კვირკველია