ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კურორტ ბახმაროს გარე ელექტრომომარაგების სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 1 მარტს დაიწყება და 6 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 5 162 258 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაცის თანახმად, საგარანტიო ვადა სამუშაოების დასრულებიდან 365 კალენდარული დღეა. ამასთან, საგარანტიო ვადის პერიოდში შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2.5% იქნება დაკავებული.