ნავთობის ფასი გაიზარდა

2014 წლის 12 მაისის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან, ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე, ნავთობის ფასი გაიზარდა.

კერძოდ, ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 108,41 (+ 0,52) დოლარი /ბარელზე. ნიუ-იორკში კი York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა 100,59 (+ 0,60) დოლარი/ბარელზე შეადგინა.