ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი ერაყს 400 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი ერაყს ჰუმანიტარული დახმარების სახით 400 მილიონ ევროს გამოუყოფს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

„ევროკავშირი ერაყისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 400 მილიონი ევროს გამოყოფის პროცედურებს ასრულებს. გარდა ამისა, ერაყს ცალკეული ევროპელი ქვეყნებიც დაეხმარებიან“, - განაცხადა მოგერინიმ.

ერაყის ომის შემდგომი აღორძინების საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ქუვეითში იმართება. ღონისძიებაში 70-ზე მეტი ქვეყანა და 1400-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.