სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა.

”მოთხოვნამ შეადგინა 72 900 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.300 პროცენტით, მაქსიმალური 7.370%-თ, ხოლო საშუალო შეწონილი 7.319%-ით განისაზღვრა”, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.