ბრიტანელმა პენსიონერმა ორთქლზე მომუშავე ლენდ როვერი გააკეთა

ბრიტანელმა პენსიონერმა, 67 წლის ფრენკ როტველმა, საკუთარი 50 წლის „ლენდ როვერ II-ის“ ბაზაზე, ორთქლმავალი დაამზადა.

მან უგზოობის ავტომობილი ორთქლის ქვაბით, წყლის ავზით და ქვანახშირის შესანახი სექციით აღჭურვა!

ორთქლის ავტომობილის შესაქმნელად ენთუზიასტს დაახლოებით 400 საათი და 24 ათასი გირვანქა სტერლინგი დასჭირდა. ძრავა იმავე პრინციპით მუშაობს, როგორითაც ჩვეულებრივი ორთქლმავლების აგრეგატები.

საქვაბეში დამწვარი ქვანახშირი ადუღებს წყალს, წარმოქმნილი ორთქლის წნევა კი, მცირე ზომის ძრავის მუხლა ლილვს აბრუნებს.

ასეთი ძრავით აღჭურვილ ავტომობილს, სულ რაღაც 24 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა

შეუძლია. თუმცა მის ავტორს მეტი არც სჭირდება. შედარებისთვის, მეორე სერიის „ლენდ როვერი“ 2.25-ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 73 ცხენის ძალაა. მასთან წყვილში კი 4-საფეხურიან მექანიკური გადაცემათა კოლოფი მუშაობდა.

მოგვიანებით, მისი შთამომავალი გახდა ლეგენდარული „დეფენდერი“, რომლის კლასიკური ვერსიის წარმოებაც 2016 წელს შეწყდა. ბრიტანული კომპანია ამჟამად წარმოებისთვის ახალ „დეფენდერს“ ამზადებს, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს გამოვა.

მანამდე კი „ლენდ როვერმა“ მცირე სერიით სპეც-ვერსია გამოუშვა, რომელიც V8 ძრავით და ავტომატური კოლოფით აღიჭურვა. ეს ვერსია კომპანიის დაარსებიდან 70 წლის იუბილეს მიეძღვნა და ის მხოლოდ 150 ცალი დამზადდება.

წყარო: autobild.ge