ლარი დოლართან მიმართებაში 0.53 თეთრით, ევროსთან მიმართებაში კი 0.97 თეთრით გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4480 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4480 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4427 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0053 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0247 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0150 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0097 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.