საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, შიდასახელმწიფოებრივიმნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კმ. მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
უწყების ცნობით, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფ. კორტოხსა და სოფ. ბეღლეთზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.