რაღაცას რომ ვერ გააკეთებს პოლიტიკოსი, ეს გასაგებია; ვიღაც რაღაცას ვერ აკეთებს, მაგრამ იქ რომ დაჯდები და იტყვი, მიშას რომ საქმეს უკეთებდა, რა კარგი კაცი ყოფილა და მოდი დავტოვოთ, ეს პროკურორი თურმე რა კარგად მუშაობდა, ოქროსავით მოსამართლეები მიშას დროს გამოწვრთნილები დავტოვოთ, მარგველაშვილია „ნაცი“?! ეს ტვინის სხვა მდგომარეობაა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.
„გასაგებია ის, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ გაგვენახევრებინა გაზი, გაგვენახევრებინა ელექტროენერგია და ბენზინი, გავიგე, ეს რომ ვერ შევასრულეთ, მაგრამ გავაძვიროთ?! გასაგებია, რომ ვერ შევასრულეთ, რასაც ვამბობდით ღირებულებით ნაწილში, მაგრამ რა გავაკეთოთ, ამის მერე თვითმმართველობა გაგიუქმო? გასაგებია, რომ ვერ მივეცით უფასო ფული, მაგრამ რა გავაკეთო, კრედიტები გაგიძვირო? რაღაცას რომ ვერ გააკეთებს პოლიტიკოსი, ეს გასაგებია. ვიღაც რაღაცას ვერ აკეთებს, მაგრამ თვისობრივად რომ ვერ შეიცვლება, იქ რომ დაჯდები და იტყვი, მიშას რომ საქმეს უკეთებდა, რა კარგი კაცი ყოფილა და მოდი დავტოვოთ, ეს პროკურორი თურმე რა კარგად მუშაობდა, ორქოსავით მოსამართლეები მიშას დროს გამოწვრთნილები დავტოვოთ, მარგველაშვილია „ნაცი“?! ეს ტვინის სხვა მდგომარეობაა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.