გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა, უფასო გახდეს

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მუნიციპალური ტრანსპორტი შესაძლოა, უფასო გახდეს.

ამის მიზეზი კი ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ევროკავშირის მკაცრი რეგულაციებია, რომლის მიხედვითაც გერმანიაში ჰაერის დაბინძურება ევროპულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

საუბარია უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გერმანიის რამდენიმე ქალაქში. როგორც გერმანული მედია წერს, აღნიშნულ ინიციატივაზე საუბარია გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრის ბარბარა ჰენდრიკსის, სოფლის მეურნეობის მინისტრის კრისტიან შმიდტისა და კანცლერის ოფისის წარმომადგენლის პიტერ ალტმაიერის ერთობლივ წერილში, რომელიც მათ ბრიუსელში ევროპის გარემოს დაცვის კომისარს კარმენუ ველას გაუგზავნეს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფასოდ გახდომამ საბოლოოდ უნდა წაახალისოს გერმანელები, ხშირად ისარგებლონ ამ ტრანსპორტით და საკუთარი ავტომობილები დატოვონ სახლში.

მათ გერმანიის ხუთი ქალაქი შეარჩიეს. ესენია: ბონი, ესენი, რუტლინგენი, მანჰეიმი და ჰარენბერგი, რომლებიც გერმანიის ყველაზე დაბინძურებული ქალაქებია.

კოკა კვირკველია