კერძო აეროკოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა შეიტანა განაცხადი დედამიწის ორბიტაზე რამდენიმე ათასი თანამგზავრის გაშვების თაობაზე, რომელთაც უნდა უზრუნველყონ უფასო Wi-Fi მთელს პლანეტაზე.
ილონ მასკის კომპანიის განაცხადში წერია, რომ კომპანია გეგმავს ორბიტაზე 4425 თანამგზავრის გაშვებას, რომელიც დედამიწის ყველა მცხოვრებს საშუალებას მისცემს, ისარგებლოს 1 გბ-იანი სიჩქარის უსადენო ინტერნეტით, - წერს გამოცემა International Business Times-ი.
პირველ ეტაპზე დაგეგმილია 800 თანამგზავრის გაშვება, რომლებიც აშშ-ს ტერიტორიას დაფარავენ. პროგრამის ამუშავების ზუსტი თარიღი კი ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, პლანეტის მასშტაბით უფასო ინტერნეტის იდეა არახალია, მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს უნდა დაწყებულიყო. ამბიციური პროექტის „აუთერნეტის“ საშუალებით ადამიანებს დედამიწის მასშტაბით ყოველგვარი ლოგინისა და პაროლის გარეშე უნდა ჰქონოდათ ინტერნეტთან წვდომა. პროექტის რეალზიება კი კომპანია Media Development Investment Fund-ს უნდა მოეხდინა და მათ საწყის ეტაპზე რამდენიმე თანამგზავრიც გაუშვეს, თუმცა პროექტი გაურკვეველი მიზეზით შეწყდა.
კოკა კვირკველია