Google Chrome მომაბეზრებელი რეკლამების დაბლოკვას იწყებს.
კერძოდ, საუბარია, Pop-up ტიპის რეკლამებზე, ავტომატურად ჩართვად ვიდეოებზე, რეკლამებზე, რომელსაც გათიშვის ღილაკი არ აქვს და რამდენიმე წამი იძულებულს გხდის უყურო და არაგონივრულად დიდი ზომის ბანერებზე.
შესაბამისად, ბრაუზერში ჩაშენებული Ad Blocker-ის მიერ თითოეული მათგანი ავტომატურად დაიბლოკება.
ამასთანავე, Google აწესებს სტანდარტს, რომელიც უნდა დაიცვას ყველა ვებ-გვერდმა, რათა მომაბეზრებელი რეკლამების გამო გუგლის შავ სიაში არ მოხვდნენ.
წყარო: F1 - კომპიუტერული სერვისი